დაცლილი სოფელი შუახევში

28 ივნისი 2018, 00:00 2574 ნახვა

დაცლილი და დაცლის პირას მყოფი სოფლები მაღალმთიან აჭარაში. ამჯერად მოგიყვებით სოფელ ნაგომარზე, სადაც ბოლოს 14 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი არცერთი. აქედან ეკომიგრანტთა პროგრამით მხოლოდ 2-მა მიიღო კომპენსაცია.

ოჯახების მხოლოდ ნაწილი ადის სოფელში ზაფხულის პერიოდში. ამბობენ რომ მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები რეალურ შეღავათს ვერ მისცემდა, რადგან მა თარ ჰქონდათ გზა, წყალი, განათლებისთვის აუცილებელი სკოლა და ბაღი.

მერიაში ამჟამად სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გამოსავალს, მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებაში ხედავენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში