ვის ევალება ჩხერის ხიდის რეაბილიტაცია?

26 ივნისი 2018, 00:00 2192 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში არსებული ძეგლი განადგურების პირასაა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ჩხერის თაღოვან ხიდს გამოცლილი აქვს საძირკველი.

ხიდი ჯერ კიდევ 1 წლის წინ სამანქანე გზად გამოიყენებოდა, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის მანქანების გადასასვლელად გამოყენება მას შემდეგ შეწყდა, რაც იქვე ახალი ხიდი აშენდა, ისტორიული კი კლდიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა დააზიანა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის პრობლემის შესახებ უკვე ცნობილია, უწყებაში აცხადებენ, რომ სწორედ ეს ხიდი იქნება სარეაბილიტაციო ძეგლთა ნუსხაში პრიორიტეტული. ცნობისთვის სასწრაფოდ სარეაბილიტაციო რეგიონში 30-ზე მეტი ხიდია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში