ფინანსურმა პოლიციამ ქედის შპს ''კომუნალური სერვისის'' სამსახურის უფროსი დააკავა

25 ივნისი 2018, 00:00 3488 ნახვა

ფინანსურმა პოლიციამ ქედის მერიის შპს „კომუნალური სერვისის სამსახურის“ უფროსი დააკავა. ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საგამოძიებო უწყებაში ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.

რას ედავება გამოძიება მალხაზ სურმანიძეს - ინფორმაციას არ ფლობენ ქედის მერიაშიც. მერის მოადგილის განცხადებით, კომუნალური სერვისების სამსახური მერიაში ერთ-ერთი წარმატებულია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში