ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალმა აიღო დღეს სტარდი ქედაში. “არტ-გენი” საზეიმოდ გაიხსნა მახუნცეთში. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ. კონცერტი გვიან საღამომდე გაგრძელდა. ფესტივალი მომდევნო დღეებში გურიაში გადაინაცვლებს. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისშია დაგეგმილი.