ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შუახევის ზოგიერთ მთას გომას, მაწყვალთასა და ჩირუხს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სოსლან ზოიძის ინფორმაციით, მთა ღომა დამსვენებლებმა უშუქობის გამო დატოვეს.
ენერგო-პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ტექნიკური დეტალების შემოწმების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება. შუახევის მერის ინფორმაციით კი, გომის ჩირუხისა და მერიაკელის მიმართულებით ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.