აგრომომსახურების ცენტრები

19 ივნისი 2018, 00:00 2251 ნახვა

პროდუქციის რეალიზება უჭირთ ქედაში. ამბობენ რომ მოსავალი ტრანსპორტირებისას უზიანდებათ, გარდა ამისა პროცესი ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ფერმერთა ნაწილი პროდუქციას დაბა ქედაში ჰყიდის, ნაწილი კი ბათუმის აგრარულ ბაზარში. ეს პრობლემა წესით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მოეგვარებინა.

სამინისტროს შარშანდელ ბიუჯეტში პროგრამული მიმართულებისთვის, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე დიდი თანხა იყო გათვალისწინებული, მათ შორის მოხვდა მუნიციპალიტეტებში აგრომომსახურების ცენტრების გახსნაც.

ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო ქედაში, თუმცა როგორც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვეუბნებიან, კომპანიამ ვადები დაარღვია, რის გამოც დაჯარიმდა. ამბობენ, რომ მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება და დაბა ქედაში ფერმერებისთვის ხელშემწყობი ობიექტიც გაჩნდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი