ხანძრით დაზარალებულ ვასაძეების ოჯახს ქედის მერია დროებით ფართს უქირავებს. ოთხწევრიანი ოჯახი ამ დროისთვის თავს ახლობლებს აფარებს. ვასაძეებს პროგრამით გათვალისწინებული 10 ათასი ლარი გადაეცემათ. სოფელ ცხმორისში მცხოვრები ოჯახი ქედის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოინახულეს.
გუშინ დილით გაჩენილმა ხანძარმა საცხოვრებელთან ერთად დამხმარე ნაგებობებიც გაანადგურა. მათი ვარაუდით ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. სოფელ ცხმორისში მიმდინარე თვეში უკვე მეორე საცხოვრებელი დაიწვა.