უკრაინის ქალაქ სუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედიის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცი კლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ხელყუმბარა ესროლა. დაშავებულები, რომელთა ასაკი 18-დან 34 წელია, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მიზნით თავდასხმის მუხლით აღიძრა.