ფონდების მოძიება ფესტივალებისთვის -თემაზე ტრენინგი აჭარაში საფესტივალო სფეროს წარმომადგენლებს უტარდებათ. ბრიტანეთის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს იმ წყაროების მრავალფეროვნებას აცნობს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ფესტივალებისთვის თანხები მოიძიონ.
ექსპერტის განმარტებით, დაფინანსების წყარო არ არის მხოლოდ სახელმწიფო, საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებზე, უცხოურ ფონდებზე, ბიზნეს სექტორზე, ასევე დამფინანსებელი შესაძლოა გახდეს ის კერძო შემომწირველები, რომლებიც გულშემატკივრობენ ამა თუ იმ ფესტივალს. 4 დღიანი ტრენინგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.