მოიალაღეები ელექტროენერგიის გარეშე

05 ივნისი 2018, 00:00 2470 ნახვა

მორიგი სეზონი უცვლელი პრობლემებით – მაღალმთიან აჭარაში, მოიალაღეებს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდებათ, მოუწესრიგებელია გზა. ელექტროენერგიის საკითხი არ შედის კერძო ენერგომომმარაგებლის სისტემაში და ექვემდებარება ხულოს მერიას, სადაც ამბობენ რომ მოიალაღეებს ჰქონდათ დავალიანება, ამასთან დაზიანებული იყო ელექტროსადენები და აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ცნობისთვის კურორტ ბეშუმის ტერიტორიაზე აბონენტებს არ აქვთ მრიცხველები, ტურისტებსა და მოიალაღეებს, იმის მიუხედავად რა ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, სტანდარტულად 50, ან 70 ლარს გადახდა უხდებათ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში