ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში კარიერზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ, უფრო კონკრეტულად კი ამბობენ რომ აფეთქებითი სამუშაოები მათ სახლებს აზიანებს.
ოჯახები წინააღმდეგი არ არიან კომპანიამ კირქვა მხოლოდ მძიმე ტექნიკით მოიპოვოს, აფეთქებების გარეშე. ამბობენ რომ სხვა შემთხვევაში მათი უსაფრთხოება არაა დაცული. ლიცენზიის მფლობელ კომპანიაში პასუხისმგბელობას არ გაურბიან, დღეს გვითხრეს რომ სახლების დაზიანების შემთხვევაში ისინი ზარალს აანაზღაურებენ.
ცნობისთვის ოჯახებმა წლების წინ მსგავსი პრობლემის დროს ერთჯერადად კომპენსაცია მიიღეს და სწორედ აქედან გამომდინარე აცხადებენ რომ ისინი კვლავ საფრთხის წინაშე არიან.