სოფელ ხალაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. 4 ოჯახი წიაღისეულის მოპოვების გამო აფეთქებების შეწყვეტას ითხოვს . მოსახლეობის თქმით იბზარება საცხოვრებელი სახლები და ეზოებში ქვები ცვივა.
წიაღისეული მოპოვებაზე ლიცენზია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ,სადაც აცხადებენ, რომ კომპანიას ნებართვა გეოლოგიური შესწავლის საფუძველზე მიეცა, რომლის თანახმადაც მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველი არ არის.
სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ თუ რაიმე სახის ზიანი მიადგება საცხოვრებლებს ზარალს სრულად აანაზღაურებენ.