ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბუკნართან მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი, რომლებიც სავარაუდოდ ამავე სოფლის მაცხოვრებლები არიან და "გაზ 024" გადაადგილდებოდნენ.
ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში კი ამბობენ, რომ გამოძახება სასწრაფოში ერთი საათს წინ შევიდა. ადგილზე ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 279 _ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებას დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.