რეორგანიზაცია ხულოს მერიაში

02 ივნისი 2018, 00:00 1672 ნახვა

რეორგანიზაცია გრძელდება ხულოს მერიაში. ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის განყოფილებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელებმა უფროს სპეციალისტებად გადაინაცვლეს.

ხულოს მერი აღნიშნავს, რომ ცვლილებით მერიის მუშაობა ეფექტური გახდება. გოჩა მელაძის ინფორმაციით ამ ეტაპზე მერიაში 10 ვაკანტური ადგილია. დასაქმების მსურველთა შერჩევა რამდენიმე თვეში კონკურსის წესით მოხდება , აპლიკანტების შერჩევის პროცესში მესამე სექტორი ჩაერთვება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში