ძველი და ახალი თაობის შეხვედრა“-ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც შუახევში გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიამ ის ადამიანები მიიწვია, რომლებმაც შუახევის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ღონისძიებაზე სიმბოლურად გამოიფინა ძველი და ახალი შუახევის ყოფა-ცხოვრებისა და პეიზაჟების ამსახველი ფოტოები.
ჩატარდა კონცერტი, რომელშიც სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მოეწყო მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა სპორტული აქტივობები და ფლეშმობი.