გარყვნილ  ქმედებაში  ბრალდებულს  პატიმრობა შეეფარდა

28 მაისი 2018, 00:00 1798 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური და გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლითაა აღძრული.

138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. 141-ე მუხლი კი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი