ნორჩი ტექნიკოსების ნამუშევრების გამოფენა ბათუმის ცენტრალურ პარკში. საზღვაო ხომალდებისა და საფრენი აპარატების ნიმუშები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ღია ცის ქვეშ გამოფინეს.
უპილოტო მცურავი და მფრინავი საშუალებები დისტანციურად იმართება. ნორჩი ტექნიკოსები წრეებში სწავლობენ როგორც თეორიას, ასევე ტექნიკური ნახაზების აგებას, დეტალების გამოჩარხვას და მათ მონტაჟს.