სულფმოფენობა

27 მაისი 2018, 00:00 1505 ნახვა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს სულთმოფენობას ზეიმობს.   ის 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები,  სახარების  თანახმად, ამ დღეს მოციქულებზე  სულიწმინდა  გარდამოვიდა. 

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ტაძარი ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება.  ძირს ეფინება ბალახი.  ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც ითვლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი