ვის და რატომ გაეზრდება ხელფასი ხულოში?

27 მაისი 2018, 00:00 1707 ნახვა

ხულოს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს ივლისიდან ხელფასი გაეზრდებათ. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით ხელფასების ზრდა 30 %-ით მოხდება.

ნადიმ ვასაძის ინფორმაციით ყველაზე მაღალი ხელფასი დირექტორებზე 800 ლარით განისაზღვრა, ხოლო რიგით თანამშრომლებზე ყველაზე დაბალი 250-დან 300 ლარამდე. მუნიციპალიტეტში სულ 10 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, მათგან ერთი საფეხბურთო კლუბი „ხიხანია“რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები კი წლის ბოლო 50 %-იან დანამატს მიიღებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში