დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის პრაქტიკა ხულოში

23 მაისი 2018, 00:00 5123 ნახვა

ღურტის ბაღის ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო ხულოს მერიას. უფრო კონკრეტულად კი ბაღების გაერთიანებას, რომლის შემადგენლობაში მყოფი საბავშვო ბაღიდან მედეა მამულაძე 1 წლის წინ გაათავისუფლეს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი სამსახურში უკვე აღადგინეს და 11 თვის ხელფასიც დაურიცხეს.

მამულაძე მის გათავისუფლებას პარტიულ პოლიტიკას უკავშირებს, რასაც უარყოფს ყოფილი მერი, მოქმედი კი ირწმუნება რომ დარღვევით მისი მერობის პირობებში არავის გაათავისუფლებენ. ცნობისთვის ამავე ბაღში სასამართლომ გასულ წელსაც აღადგინა ერთი თანამშრომელი, მერიამ კი კიდევ ერთი დავა წააგო ყოფილ დასაქმებულთან, რომელსაც უკვე გადაერიცხა კომპენსაციის სახით  25 ათასი ლარი. ფინანსური ზარალი ბიუჯეტში და შრომის კოდექსის დარღვევა მოგებული დავების ფონზე

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში