ახვლედიანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობისთვის აუქციონი არ შედგა

21 მაისი 2018, 00:00 2190 ნახვა

აუქციონში, რომელზეც   ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი იყო გამოტანილი, გამარჯვებული არ გამოვლინდა. აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებულს ახვლედიანის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის აშენება და 9 ოჯახისთვის ბინების უსასყიდლოდ გადაცემა ევალებოდა.

ბაგრატიონის ქუჩაზე  5 400 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს  ბათუმის მერია პირობიან აუქციონზე მილიონ 47 ათას ლარად ყიდის.  შეგახსენებთ, აფეთქება ახვლედიანის ქუჩაზე 10 დეკემბერს მოხდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი გახდა, მოგვიანებით  მისი დემონტაჟი განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი