ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალი სიცოცხლე

20 მაისი 2018, 00:00 2070 ნახვა

ოლადაურის ეთნოგრაფიულ მუზეუმს არჩილ მაკარაძის სახელი მიენიჭა. შუახევის მუნიციპალიტეტში პირველი მუზეუმი ოლადაურში სწორედ  მაკარაძის ხელმძღვანელობით გაიხსნა, შეგროვდა 1850-მდე ექსპონანტი , რომელიც დღემდე მუზეუმში ინახება, არჩილ მაკარაძის დაწყებულ საქმეს დღეს მისი შვილი აგრძელებს.

მუზეუმში დაცულია, არქეოლოგიური მასალები, შრომის იარაღები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. მუზეუმს ათობით ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ. მუზეუმისთვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში საღამო გაიმართა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში