თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას პარლამენტში სპორტის კომიტეტის წევრები გამოეხმაურნენ.
დეპუტატების თქმით, ეს მნიშვნელოვანია ქართული სპორტისთვის. ასევე კარგ შესაძლებლობებს ქმნის ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.