თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით შეაჩერა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. აღნიშნულის შესახებ იმ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა."
იმპორტირებული ფრინველის ხორცში 1 წლის განმავლობაში სალმონელას ორჯერ აღმოჩენის გამო, 1 წლის ვადით შეჩერდეს ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი." სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს ინფორმირება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.