უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

19 მაისი 2018, 00:00 1412 ნახვა

აქცია სოფელ სალიბაურში. მოსახლეობა სასმელი წყლის არარსებობას აპროტესტებს.  მათი განცხადებით,  წყლის სისტემა ჯერ კიდევ გასულ წლებში უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება. როგორც ამბობენ, სასმელი წყალი  ცუდ ამინდში მიეწოდებათ და მხოლოდ რამდენიმე საათით. თუმცა,  მღვრიე და დასალევად უვარგისია.

მოსახლეობა  წყალს სხვადასხვა გზით იმარაგებს. აქციაზე იმყოფებოდა ,,ევროპული საქართველო’’-ს წევრიც, მურად გორგაძე  ხელვაჩაურის მერს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს. ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით და რამდენიმე დღეში  სალიბაურის მოსახლეობას წყალმომარაგება გრაფიკით აღუდგება.

ამავე კატეგორიაში