ბათუმში ''ონლაინ დასაქმების ფორუმი 2018'' მიმდინარეობს

18 მაისი 2018, 00:00 1690 ნახვა

ბათუმში  ''ონლაინ დასაქმების  ფორუმი  2018'' მიმდინარეობს. მიზანი  სტუდენტების და ახალგაზრდების  დასაქმებაა იმ კომპანიებში, რომლებსაც ღია ვაკანსიები  აქვთ გამოცხადებული. ფორუმის ფარგლებში  დაინტერესებული სტუდენტები გასაუბრებას გადიან  კომპანიებთან.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ისინი   სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდბიან. ამ ეტაპზე 150 ვაკანსიაა. დასაქმების სააგენტო  მეხუთე წელია დასავლეთ საქართველოში დასაქმების ფორუმს ატარებს.

ამავე კატეგორიაში