აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარის  ვიზიტი  ყაზახეთში

18 მაისი 2018, 00:00 2031 ნახვა

ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყაზახეთში ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. გუშინ  ზურაბ პატარაძემ, ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში  მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გახსნა და იგი გლობალურ განვითარებას, ციფრულ ეკონომიკას, თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებს ეხებოდა.

ზურაბ პატარაძემ არაერთი შეხვედრა გამართა ყაზახეთის რეპუბლიკის სამთავრობო და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან და ქალაქ ასტანის აკიმთან შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის წარმატებულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით. ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი