“შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს“- ასეთია ღონისძიების მთავარი სლოგანს, რომელიც დღეს ქედაში ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიება 14 საათზე ადგილობრივი ანსამბლებისაგან შემდგარი კონცერტით გაიხსნება. მანამდე კი გაიმართება ფილმის ჩვენება. დღესვე, დასავლეთ ევროპაში ყველაზე უხუცესი წყვილის ფოტოგამოფენა გაიმართება.
ღონისძიება 16 საათზე ფრანებისა და ბუშტების გაშვებით დასრულდება. ევროპის დღეები 2018 აჭარაში 22 მაისამდე გაგრძელდება, ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით წელს მეექვსედ იმართება.