თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში, მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

18 მაისი 2018, 00:00 1940 ნახვა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები უმასპინძლებენ. ცნობილია, რომ ჩემპიონატი ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარდება. 

გადაწყვეტილება, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად, 2017 წლის აპრილში წარადგინა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე​FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელებისთვის, ქვეყანას რამდენჯერმე ეწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი