''წმინდა ექვთიმე''-ფილმის ჩვენება ბოტანიკურ ბაღში

17 მაისი 2018, 00:00 1629 ნახვა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში, დოკუმენტური ფილმის “წმინდა ექვთიმეს” ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას მოსწავლეები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება  1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დაცვა.  მართმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2002 წლის 17 ოქტომბერს იგი წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2013 წელს კი საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი