''ქართულმა მარშმა'' დაგეგმილი აქცია გააუქმა

17 მაისი 2018, 00:00 2115 ნახვა

„ქართული მარში“ დღეს აქციებს აღარ გამართავს მიზეზი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის გაუქმებაა.

„არანაირად არ ვართ მოწადინებული, რომ ვიღაცამ ისარგებლოს ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ძალიან კარგია, რომ ეს დღე ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს - ვილოცებთ ტაძრებში და შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს“, - განაცხადა „ქართული მარშის“ ერთერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი