ახალი ტურისტული მარშრუტი შუახევში

16 მაისი 2018, 00:00 4044 ნახვა

ზაფხულიდან მაღალმთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი ემატება – ტურისტებს ბათუმიდან ხიჭაური -ხაბელაშვილების  მიმართულებით გამგზავრება და ჩანჩქერთან ერთად, წყლის წისქვილებისა და ისტორიული ხიდის ნახვა შეეძლება.

ტური დამუშავების პროცესშია, უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მომდევნო კვირაში შუახევს გიდები და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ეწვევიან.  ობიექტებთან მისვლა შესაძლებელი იქნება საფეხმავლო ბილიკებითაც, რომლებიც უკვე გაიარეს სოფო შავაძემ და ზვიად აბულაძემ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში