“ვმეგობრობთ მუზეუმებთან”- პროექტის ფარგლებში ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო. გამოიფინა სამი სკოლის მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები.
მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათ კომპანიაში “სპაის ლაით”-ში შექმნილი ხელნაკეთი სანათები გამოფინეს, მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გობელენზე, თიხაზე და ცხელი წებოთი შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს. ფერწერული კომპოზიციები შექმნეს სალიბაურის საჯარო სკოლის მოსწავლეემა. მუზეუმში გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება.