ცნობილი ქორეოგრაფის, რევაზ სურმანიძის შემოქმედებითი საღამო და ცეცხლოვანი ქართული ცეკვები- საღამოზე მისი ნიჭის თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. რევაზ სურმანიძის ''განდაგანა'' გამორჩეულია, რისთვისაც მან სპეციალური პრიზიც მიიღო.
იგი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, აჭარის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში კი მოღვაწეობა 1963 წლიდან დაიწყო და სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა არაერთ ფოლკლორულ ანსამბლს. საიიბილეო კონცერტი აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგის ორგანიზებით, ანსამბლ ,,არსიანისა“ და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.