კლუბებში შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური - ირაკლი კობახიძე სპეცოპერაციაზე

12 მაისი 2018, 00:00 2238 ნახვა

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კლუბებში „შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და მის ხელთარსებული ინფორმაციით, ეს ჩარევაც ასევე პროპორციული იყო“.

''ნარკოტიკების მოხმარებით ახალგაზრდები დაიღუპნენ და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდება ის საპოლიციო ღონისძიება, რომლიც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა''.

მისივე განცხადებით, სამინისტროს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით და სამართალდამცველებმა აქედან გამომდინარე იმოქმედეს.

„ეს არის მიღებული პრაქტიკა - როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და საჭიროა, ასევე სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა'' - განაცხადა ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ, რუსთაველზე შეკრებილი ახალგაზრდების მიმართ პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება, მათი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

კლუბ ''ბასიანსა'' და ''კაფე გალერიში'' სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია რვა ნარკორეალიზატორი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი