დაუსრულებელი სამუშაოები სოფელ ახოში - ასე აფასებს ოპოზიცია 2016 წელს მეჩეთთან ჩატარებულ სამუშაოებს.
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით სალოცავის მიმდებარედ, მოსახლეობის თხოვნით, მოეწყო საპირფარეშო და საკანალიზაციო არხები, თუმცა საპირფარეშოში წყალი არაა, არხები კი ღიადაა დატოვებული.
ქედის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების დაუსრულებლობის მიზეზი გაუთვალისწინებელი იყო და ის უახლოეს დღეებში დასრულდება.