''ახლა წყდება ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ თუ გუგულისა და ქუცნაშილის ქვეყანაში'' - ზურაბ ჯაფარიძე

12 მაისი 2018, 00:00 2010 ნახვა

''ის რაც ვნახეთ ყველამ, გუშინდელი მოვლენები, წარმოუდგენელი ამბავია, სახელმწიფოს და პოლიციის მხრიდან ამას არავინ ელოდა. გარდა იმისა, რომ ეს არის ბიზნესზე თავდასხმა, მოქალაქეებზე თავდასხმა, ურტყამდნენ ადამიანებს აქციაზე, იმიტომ რომ პოზიციას აფიქსირებდნენ, მათ შორის მეც, რომელსაც არაფერი დამიშავებია, ჩამტენეს და წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, 3 საათი ვიყავი და კარგად მექცეოდნენ'' - ეს განცხადება ''გირჩის'' ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.  

გუშინ, გასაგებად გაგვცა პასუხი ხელისუფლებამ, რომ არანაირ პროგრესზე, არც ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე, არაფერზე აღარ არის საუბარი. ვისაც აქამდე იმედი ჰქონდა ხელისუფლებაში პროგრესული ფრთის ან ცვლილებების, გუშინ გასაგებად და მკაფიოდ გაგვცა ხელისუფლებამ პასუხი.

გვითხრეს, რომ უფრო თავხედები და უფრო სასტიკები ვიქნებითო - განაცხადა ჯაფარიძემ. 

გირჩის ლიდერმა დღესვე 15 საათზე აქცია დაანონსა.  მისი თქმით, ეს აღარ არის აქცია ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე, არამედ ახლა წყდება როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. 

"ეს აღარ არის ნარკოპოლიტიკის საკითხი, ეს არის ცივილიზაციური ომი, უნდა გავაკეთოთ არჩევანი გუგული მაღრაძის და ქუცნაშვილის ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, თუ თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროში. ისინი გვეუბნებიან, რომ ისე უნდა ვიცხოვროთ როგორც მათ უნდათ, ჩვენ ფაქტია არავის ვუვარდებით და ვთხოვთ არაფერს. ისინი ამბობენ, რომ ეს ქვეყანა მათია, ამიტომ მგონია, რომ დღეს სწორედ ახალგაზარდებმა უნდა უთხრან ამ ადამიანებს, რომ ისინი ცხოვრობენ ისეთ ქვეყანაში როგორიც მათ უნდათ. ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც პოლიციელები ახალგზარდებს ასე არ ექცევიან" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

გვიან ღამით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა პარტია “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი