ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ

12 მაისი 2018, 00:00 1722 ნახვა

''ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ" - სპეცოპერაციის შემდეგ აქცია ბათუმშიც დაანონსდა. 

აქცია, სოციალურ ქსელში დაიგეგმა. ორგანიზატორები თბილიში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმების აპროტესტებენ.

''დუმილის დარღვევის დროა, ეს ყველა ჩვენგანს ეხება, ეს შენ გეხება, შენს მომავალს ეხება. ნუ დაჯდები სახლში, გამოდი გარეთ, ახლა თუ გავჩუმდებით, სულ გაგვაჩუმებენ! დავგმოთ ხელისუფლების უმსგავსო საქციელი! დღეს 12 მაისს, გელოდებით ევროპის მოედანზე! ერთად ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის! SOS" - წერია ფბ გვერდზე, სადაც თანამოაზრეებს, ბათუმში, 15:00 საათზე, ერას მოედანზე იწვევენ სპეცოპერაციისა და ნარკოპოლიტიკის მკაცრი პოლიტიკის გასაპროტესტებლად.  

 

ამავე კატეგორიაში