ხულოში აგრარული ბაზრის მშენებლობას ითხოვენ

11 მაისი 2018, 00:00 3251 ნახვა

ხულოში გარემოვაჭრეები თითქმის ათი წელია ბაზრისთვის შენობის აგებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ჯიხურები, რომლებიც წლების წინ ჰქონდათ, წინა ხელისუფლების დროს დაუნგრიეს, მაშინ მიზეზად პერსპექტივაში ბაზრის მოწყობა დაუსახელეს, თუმცა უშედეგოდ.

ახლა იგივე მოთხოვნით ახალს მიმართავენ და მიღებული დაპირების შესრულებას უკვე 6 წელია ელოდებიან. ახლადარჩეული მერი გარემოვაჭრეებისთვის ტერიტორიას ეძებს.

მერიაში განმარტავენ რომ დაბაში თავისუფალი ადგილის პოვნა რთულია.

მოკლედ, ჯერ კიდევ უცნობია როდის ექნებათ მოვაჭერეებს შენობა და როდის აღარ მოუწევთ წვიმაში, თოვლსა და მზეში გარეთ დგომა? 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში