შუახევში ოპოზიცია უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს

11 მაისი 2018, 00:00 1988 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის მერიას ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უწუნებს.  ნუგზარ ამაღლობელის განცხადებით, ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯა დღვანი-შუახევის და ხაბელაშვილები-ხიჭაურის მიმართულებით სასმელი წყლის ფილტრების მოწყობისთვის, თუმცა ფილტრები უხარისხოა და არ მუშაობს.  

შუახევის მერიაში ბრალდებას უსაფუძლოდ მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ ფილტრები მუშაობს, თუმცა სრული დატვირთვით ვერა, ვინაიდან დამატებით გამოიკვეთა ე.წ-ლი წნევის ჩამხშობი დანადგარის დამონტაჟების საჭიროება, რისთვისაც 12 ათას ლარიანი ტენდერია გამოცხადებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი