ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვესდაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე

10 მაისი 2018, 00:00 2070 ნახვა

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ განაცხადეს, რომ ისინი დაელოდებიან დღეს შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას და შემდეგ იმოქმედებენ. ნაკრების წევრის ავთანდილ ჭრიკიშვილის განმარტებით, ძიუდოისტებმა ყრილობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ისაუბრეს ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებზე და დასვეს კონკრეტული შეკითხვები, თუმცა შეკითხვებზე პასუხები არ მიუღიათ, ამიტომ დატოვეს ყრილობა.

ჭრიკიშვილის თქმით, ყრილობაზე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ფედერაციის ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. განიხილავენ ორ საკითხს: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა. დარბაზთან, სადაც ყრილობა მიმდინარეობს, კერძო დაცვის სამსახურის “ალგანის” თანამშრომლები არიან მობილიზებული. “ ჩვენ გავუწოდებთ დავით ქევხიშვილს მეგობრულ ხელს, თუ ის დატოვებს თანამდებობას, - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი