გერმანიიდან საქართველოს 68 მოქალაქე სპეცრეისით უკან დააბრუნეს

10 მაისი 2018, 00:00 2074 ნახვა

ევროპის ოთხი ქვეყნიდან, საქართველოს 68 მოქალაქე, სამშობლოში სპეციალური რეისით დააბრუნეს. აეროპორტში თვითმფრინავი გუშინ დაეშვა. მოქალაქეები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებნენ, რომ  გერმანიის, შვეიცარიის, ბელგიისა და ისლანდიის სახელმწიფოებს თავშესაფარს ჯანმრთელობისა (მკურნალობის კურსის გავლის) და მძიმე სოციალური მდგომარეობას გამო სთხოვდნენ.

საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მიცემაზე ევროპული ქვეყნების მთავრობებმა უარი უთხრეს, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული.  

"ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ" - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. უწყების ინფორმაციით, ამავე რეისით,  ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქეც დაბრუნდა.

ავიარეისი შსს-ს, გერმანიის პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი