განათლების სისტემის რეფორმა

07 მაისი 2018, 00:00 1886 ნახვა

სკოლაში და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა - ეს სახელმწიფოს განათლების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

პრიორიტეტებს შორის მოხვდა სოფლის სკოლები. როგორც განათლების მინისტრი აცხადებს გაკვეთილების დასრულების შემდეგ სოფლებში სკოლა მოსახლეობისთვის ღია იქნება. მათ საშუალება ექნებათ გააგრძელონ განათლება და  გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა დარგში.

გრძელვადიან დოკუმენტში საუბარია  პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების, მოზარდებში კი  შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე, ასევე მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი