შსს: ორი ახალგაზრდის გარდაცვალებაზე გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

06 მაისი 2018, 00:00 1712 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება სხვადასხვა ვერსია მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი. უწყების ცნობით, 5 მაისს, სამინისტროში შევიდა შეტყობინება, რომ  თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს ერთი პირი.

გუშინვე პოლიციამ შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში კიდევ ერთი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შსს-ს ინფორმაციით, დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზები უკვე დაინიშნა. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი