ქედაში, სოფელ ხარაულას საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იწყება. ამ ეტაპზე მშენებელის შერჩევა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ბაღს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება.
შეიღებება კედლები და იატაკი. რეაბილიტაციისთვის 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. ქედაში ამ ეტაპზე 14 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს.