ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით საკონპენსაციო თანხის გაზრდას ითხოვენ

01 მაისი 2018, 00:00 2394 ნახვა

საპროტესტო აქცია ცეცხლაურში, მოსახლეობის ნაწილი ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით საკონპენსაციო თანხის გაზრდას მოითხოვს. მათი თქმით, ისინი 1 კვადრატულ მეტრში 8 ლარისა და 80 თეთრის მიღებას ელოდნენ, თუმცა 5 ლარი და 60 თეთრი გადაუხადეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი ნაგავსაყრელის  მოწყობის წინააღმდეგია.

,,ჰიგიენა 2009”-ში განმარტავენ, რომ ბოლო ორ წელიწადში კომპენსაციები კომპეტენტური აუდიტორული კომპანიის  შეფასების საფუძველზე მიერ გაიცა. გიორგი ხალვაშის თქმით, სახელმწიფომ მოსახლეობის მიმართ კეთილი ნება გამოიჩინა რადგან ტერიტორია სადაც ნაგავსაყრელი შენდება სახელმწიფოს საკუთრებაა. 

ამავე კატეგორიაში