ყველა უბნის ხმები დათვლილია

29 აპრილი 2018, 00:00 1797 ნახვა

სამოცივე საარჩევნო უბანზე ხმები დათვლილია და წინასწარი მონაცემები ცნობილია. ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს მან ხმების 57.86% მიიღო, ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ კი 38.38%. 

დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „საქართველო“, გიორგი ლილუაშვილი 0.46%; „ტრადიციონალისტები“, ზურაბ ქართველიშვილი – 0.22%; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, მამუკა ტუსკაძე – 1.47%; საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა), ვასილ კოპალიანი – 1.61%. ცესკოს-მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 57.9% იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი