მახუნცეთის, დანდალოს, მერისისა და ცხმორისის ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დაზიანებულია კედლები , მახუნცეთში კი საპირფარეშო არ ფუნქციონირებს.
32 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში უნდა დაიწყოს. ქედაში სულ 9 ამბულატორია და 39 თემის სამედიცინო პუნქტია.