ბათუმის მსგავსად პარკირების ადგილების დეფიციტია ქობულეთშიც. პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზღვის სეზონზე, მაშინ როდესაც კურორტს ერთდროულად ასობით ტურისტი სტუმრობს.
მძღოლები ხშირად ტროტუარებზე აჩერებენ ავტომანქანებს, რითაც მოძრაობის საშუალებას უზღუდავენ ქვეითებს. ამას ემატება გარე-ვაჭრობაც. რას აპირებს ქობულეთის მერია?