ხარაულის, ახოს, დანდალოსა და დაბა ქედის საბავშვო ბაღების ეზოები კეთილმოეწყობა. მერიას ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა დაიგოს მწვანე საფარი და დამონტაჟდეს ატრაქციონები.
ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით ამ ეტაპზე ყურადღება იმ ეზოებზე გამახვილდა რომლებიც რეაბილიტაციას მეტად საჭიროებენ. მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა 11 ბაღში ეზოების მოწყობა ეკონომიების ხარჯზე ან ბიუჯეტის კორექტირების შემთხვევაში მოხდება. ქედაში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.